ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) გამოაქვეყნა მოთამაშეთა რეიტინგი, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა მოიპოვეს.
ბოლო 10 წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა ამერიკელი სერენა უილიამსი 66 308 ქულით. სამეულში მოხვდნენ ჩეხი პეტრა კვიტოვა (46 385) და რუმინელი სიმონა ჰალეპი (44 590).
საუკეთესო ათეული ასევე არიან: გერმანელი ანჟელიკ კერბერი (41 090), ბელარუსი ვიქტორია აზარენკა (39 235), ჩეხი კაროლინა პლიშკოვა (30 207), ავსტრალიელი სამანტა სტოსური (27 461), უკრაინელი ელინა სვიტოლინა (26 164), ესპანელი გარბინე მუგურუსა (26 056) და ამერიკელი ვინუს უილიამსი (24 641).