სერბეთში შტორმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა
სერბეთში შტორმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა

სერბეთში შტორმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, უამინდობისგან ყველაზე მეტად ქალაქები ვოევოდინა, ბაჩკა პალანკა და ნოვი სადი დაზარალდნენ.

სერბეთის სხვადასხვა რეგიონში უამინდობის გამო ელექტროენერგია გაითიშა და წაქცეული ხეების გამო მნიშვნელოვანი ზარალი დაფიქსირდა.

ქალაქ კოვაჩიცაში ქალი გარდაიცვალა ხანძრის შედეგად, რომელიც მის სახლს ხეზე მეხის დაცემის შემდეგ მოედო. ქალაქ ნოვი სადში უამინდობას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა. გარდაცვალების წინასწარი მიზეზი დენის დარტყმაა. ქალაქ ბაჩკა პალანკაში მამაკაცი, რომელიც მის ჭიშკარზე დაცემული ელექტროკაბელის მოშორებას ცდილობდა, დენის დარტყმისგან გარდაიცვალა.

ასევე აღნიშნულია, რომ სეტყვამ რიგ რეგიონებში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

შეგახსენებთ, ამ კვირაში ძლიერი შტორმი დაფიქსირდა სლოვენიისა და ხორვატიის ტერიტორიებზეც, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.