დრაგან სტოიკოვიჩი სერბეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა. „შეთანხმება მიღწეულია. სტოიკოვიჩი სერბეთის ნაკრების ახალი მწვრთნელია. მოსალაპარაკებელი დარჩა მხოლოდ ტექნიკური დეტალები“, – განაცხადა სერბეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის მოადგილემ მარკო პანტელიჩმა.
14 დეკემბერს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს ლუბიშ ტუმბაკოვიჩი. მისი განთავისუფლების მიზეზი გახდა გუნდის დარჩენა ევრო 2020-ის მიღმა. სერბეთმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, შემდეგ კი ერთა ლიგიდან სცადა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, მაგრამ წააგო პლეი ოფის ფინალი შოტლანდიის ნაკრებთან.