ოფიციალურად - მილინკოვიჩ-სავიჩი „ალ-ჰილალში“ გადავიდა #1TVSPORT
ოფიციალურად - მილინკოვიჩ-სავიჩი „ალ-ჰილალში“ გადავიდა #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „ლაციოსა“ და სერბეთის ნაკრების ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერის შესახებ.

28 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. პრესის ცნობით, ნახევარმცველის ტრანსფერის თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა სერია A-ს 36 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.