ნოვაკ ჯოკოვიჩმა ემოციურად აღნიშნა სერბეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა [ვიდეო] #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ემოციურად აღნიშნა სერბეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ შეიკავა ემოციები სერბეთის საფეხბურთო ნაკრების მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ. შესარჩევის ბოლო ტურში სერბებმა სტუმრად დაამარცხეს პორტუგალია, დააგროვეს 20 ქულა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

ჯოკოვიჩმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ზეიმობს სერბი ფეხბურთელების წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია მე-2 წუთიდან იგებდა შეხვედრას, მაგრამ სერბეთმა 33-ე წუთზე დუშან ტადიჩის გოლით გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ალექსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა.

პორტუგალიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეიოფში ითამაშებს, რომლის წილისყრა 26 ნოემბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი