სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის მეორე ტურში საქართველო დივიზიონის ფავორიტს – ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი პერიოდის მოგება ბულგარელებმა ერთქულიანი სხვაობით – 2:1 მოახერხეს.
მეორე პერიოდში ქართველებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, მეტოქეს სამი შაიბა გაუტანეს და პერიოდი კომფორტული ანგარიშით 2:4 დაასრულეს.
ბოლო პერიოდში გუნდებმა თითო-თითო შაიბა გაიტანეს. ბულგარეთი 3:5 საქართველო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრ ვასილჩენკო გახდა, რომელმაც გადამწყვეტ მეორე მეოთხედში ორი შაიბა გაიტანა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 19 აპრილს გამართავს და ჰონგ-კონგს დაუპირისპირდება.