საზღვაო ინტერვენციის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დამანგრეველი პასუხით ემუქრება

14:42, 13.03.2019

საზღვაო ინტერვენციის შემთხვევაში, ირანი ისრაელს „დამანგრეველი პასუხით“ ემუქრება. ირანის თავდაცვის მინისტრის, ამირ ჰატამის განცხადებით, ქვეყნის არმია თავისი პასუხისმგებლობის ზონაში დაიცავს საზღვაოსნო ხაზებსა და საერთაშორისო ზღვაოსნობას.

გასულ კვირაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების ინტერვენცია შესაძლოა იმ შეთხვევაში მოხდეს, თუ ირანი ნავთობის ექსპორტს უკანონოდ, აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით ახდენს.

ნეთანიაჰუმ ირანი ნავთობის კონტრაბანდაში დაადანაშაულა.

სარაკეტო კორვეტებისგან და მცირე ზომის წყალქვეშა ნავებისგან შემდგარი ისრაელის ფლოტი ხმელთაშუა  და წითელ ზღვაშია აქტიური. ირანს მსოფლიოში ტანკერების ერთ-ერთი დიდი ფლოტი ჰყავს.

მსგავსი