საზღვაო ინტერვენციის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დამანგრეველი პასუხით ემუქრება
საზღვაო ინტერვენციის შემთხვევაში, ირანი ისრაელს „დამანგრეველი პასუხით“ ემუქრება. ირანის თავდაცვის მინისტრის, ამირ ჰატამის განცხადებით, ქვეყნის არმია თავისი პასუხისმგებლობის ზონაში დაიცავს საზღვაოსნო ხაზებსა და საერთაშორისო ზღვაოსნობას.
გასულ კვირაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების ინტერვენცია შესაძლოა იმ შეთხვევაში მოხდეს, თუ ირანი ნავთობის ექსპორტს უკანონოდ, აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით ახდენს.
ნეთანიაჰუმ ირანი ნავთობის კონტრაბანდაში დაადანაშაულა.
სარაკეტო კორვეტებისგან და მცირე ზომის წყალქვეშა ნავებისგან შემდგარი ისრაელის ფლოტი ხმელთაშუა და წითელ ზღვაშია აქტიური. ირანს მსოფლიოში ტანკერების ერთ-ერთი დიდი ფლოტი ჰყავს.