სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, პანდემიის შედეგად დაზარალებული ქართული ეკონომიკა აღდგენის პროცესშია და ფინანსურ სექტორს მხარი დაუჭირა მთავრობის აქტიურმა ქმედებებმა
სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, პანდემიის შედეგად დაზარალებული ქართული ეკონომიკა აღდგენის პროცესშია და ფინანსურ სექტორს მხარი დაუჭირა მთავრობის აქტიურმა ქმედებებმა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. მოხსენებაში აღწერილია საქართველოს ფინანსური სისტემის მდგომარეობა და მოცემულია რეკომენდაციები სისტემის გასაუმჯობესებლად.

ანგარიშის თანახმად, „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკა ამჟამად აღდგენის პროცესშია, რასაც მხარს უჭერს გარე მოთხოვნა და ფისკალური სტიმული. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ფინანსური სექტორის გამძლეობას მხარი დაუჭირა მთავრობის აქტიურმა პოლიტიკურმა ქმედებებმა, როგორიცაა ეკონომიკის ფისკალური მხარდაჭერა უმუშევრობის კომპენსაციით, ოჯახებისთვის პირდაპირი გადარიცხვები და იპოთეკური სუბსიდირება; ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათები და საკრედიტო გარანტიები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმოდგენილი პოლიტიკური პრიორიტეტები საქართველოსთვის შემდეგნაირად არის ფორმულირებული: ეკონომიკის აღდგენისთანავე შემცირდეს დეფიციტი, მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმირება, ინფლაციური უზრუნველყოფილი იყოს მოლოდინების შენარჩუნება, შენარჩუნდეს ფინანსური სისტემის სიძლიერე და განხორციელდეს სტრუქტურული რეფორმები დასაქმების პრობლემის დასაძლევად.

საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გააფართოვოს ფინანსური სექტორის მონაწილეთა ზედამხედველობა ანტიკონკურენტული ქცევის მიმართულებით; გაზარდოს ჯარიმების ასეთი ქმედებისთვის; აწარმოოს შერწყმისა და შეძენის საქმიანობის სისტემატური მიმოხილვა და გააგრძელოს აღსრულების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

ანგარიშის თანახმად, კაპიტალის ბაზრების გასავითარებლად, ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს დაფარული ობლიგაციების კანონმდებლობის შემუშავების უწყვეტი მცდელობა, რაც ინვესტორებს დამატებით დაზოგვის ინსტრუმენტს მისცემს, დაეხმარება ადგილობრივ ვალუტაში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და და წარმოადგენს ლიკვიდობის მართვის დამატებით ინსტრუმენტს ბანკებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეეცადოს, გააფართოვოს საკრედიტო ინფორმაცია პოტენციურ მსესხებლებზე; შეიმუშაოს ონლაინ უზრუნველყოფის რეესტრი და გააძლიეროს უზრუნველყოფილი გარიგებების სამართლებრივი ბაზა.