საუდის არაბეთმა უარი თქვა 2025 წლის ზაფხულში ვინისიუსის შეძენაზე #1TVSPORT

22:48, 04.08.2025
MADRID, SPAIN – OCTOBER 26: Vinicius Junior of Real Madrid looks on during the LaLiga match between Real Madrid CF and FC Barcelona at Estadio Santiago Bernabeu on October 26, 2024 in Madrid, Spain. (Photo by Angel Martinez/Getty Images)

მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი 2025 წლის ზაფხულში კლუბს არ შეიცვლის. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი, დიდი ხანია, იჩენს ინტერესს ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ, რადიო Cadena SER-ის ინფორმაციით, ამ ქვეყნის კლუბები წლევანდელ ზაფხულს არ აპირებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვინისიუსის ტრანსფერის განსახორციელებლად. თავად გარემარბიც არ არის განწყობილი, მინიმუმ, 2026 წლამდე დატოვოს „რეალი“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია ვინისიუსის საკონტრაქტო სიტუაციაზე. კერძოდ, ფორვარდი და „რეალი“ ვერ თანხმდებიან ახალ ხელშეკრულებაზე, რადგან კლუბს არ სურს, დააკმაყოფილოს ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნები.

მსგავსი