სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილის საქმეზე ბრიტანეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა
სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილის საქმეზე ბრიტანეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილის საქმესთან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 38 წლის მამაკაცი და ამავე ასაკის ქალი ადამიანებით ვაჭრობასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაკავება ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ვარინგტონში მოხდა. ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 25 წლის მამაკაცი ჩრდილოეთ ირლანდიიდან.

23 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეისში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი  აღმოაჩინეს. სატვირთო ინდუსტრიულ ზონაში იდგა. მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა. 39 გარდაცვლილს შორის ერთი მოზარდია. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები ეროვნებით ჩინელები იყვნენ.