„ბიბისის“ ინფორმაციით, ლონდონის მახლობლად სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ჩინელი იყო
„ბიბისის“ ინფორმაციით, ლონდონის მახლობლად სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ჩინელი იყო

ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეის ინდუსტრიულ ზონაში, სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ეროვნებით ჩინელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

23 ოქტომბერს, ლონდონის ინდუსტრიულ ზონაში სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი. ჩრდილოეთ ირლანდიაში ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

პოლიციის ცნობით, მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა. 39 გარდაცვლილს შორის ერთი მოზარდია.

ამასთან ინტერპოლი მზადყოფნა გამოთქვა, ბრიტანეთს 39 ცხედრის აღმოჩენის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს.