სასამართლოში კომპანია „სანტეს“ ქარხანასთან აქციაზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი გაიმართა
სასამართლოში კომპანია „სანტეს“ ქარხანასთან აქციაზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანია „სანტეს“ ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი გაიმართა.

პარტია „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ბეჟან გუნავა, რომელიც დღეს დაკავებულთა შორის იყო, 1 000 ლარით დაჯარიმდა.

ორ პირს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, კიდევ ერთის პროცესი კი, 31 ივლისამდე გადაიდო. აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, პოლიციამ შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

როგორც დაკავებულების დაცვის მხარე აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

კომპანია „სანტეს“ ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ბეჟან გუნავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დღეს დააკავეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კომპანიამ დემონტაჟის სამუშაოებზე დასაქმებული პირები უკანონოდ ჩამოაშორა საქმეს და მათ ანაზღაურებას არ უხდის. აქციის მონაწილეებმა ქარხანაში შესასვლელი გადაკეტეს. ადგილზე აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ამასთან, კომპანია „სანტეშიაცხადებენ, რომ თავად არიან დაზარალებული, რადგან დაქირავებულმა მუშებმა შეცდომით ერთი შენობის ნაცვლად მეორე დაანგრიეს.