კომპანია „სანტეში“ აცხადებენ, რომ თავად არიან დაზარალებული, რადგან დაქირავებულმა მუშებმა შეცდომით ერთი შენობის ნაცვლად მეორე დაანგრიეს
კომპანია „სანტეში“ აცხადებენ, რომ თავად არიან დაზარალებული, რადგან დაქირავებულმა მუშებმა შეცდომით ერთი შენობის ნაცვლად მეორე დაანგრიეს

​კომპანია „სანტეში“ აცხადებენ, რომ მათმა კონტრაქტორმა ერთი შენობის ნაცვლად მეორეს დემონტაჟი განახორციელა. კომპანიის იურისტი გიორგი გეწაძე აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ იმართება მათ შენობასთან აქცია.

„აბსოლუტურად გაუგებარია დღევანდელი შეკრების მიზეზი და მიზანი. „სანტეს“ ამ შპს-სთან არანაირი ხელშეკრულება არ გვაკავშირებს, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული ინდმეწარმე ვინმე ღუდუშაშვილთან, რომელსაც ევალებოდა გარკვეული დემონტაჟის სამუშაოების შესრულება. მას ჰყავდა ქვეკონტრატქორები დაქირავებული და მან შეცდომით მიუთითა ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის შესახებ თავის კონტრაქტორს, რომელიც „სანტეს“ ინტერესებში არ შედიოდა. სხვა შენობის ნაცვლად ისეთი შენობა დაანგრიეს, რომელიც „სანტეს“ ინტერესებში არ შედიოდა. გამოდის, რომ შპს „სანტე“ იქითაა დაზარალებული. ამ ფაქტის გამო, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება და უბრალოდ, ამ გაუგებრობის გამო მიმდინარეობს დავა. მათ არანაირი უფლება არ ჰქონდათ, რომ პიკეტირება მოეხდინათ და კომპანიისთვის საქმიანობაში ხელი შეეშალათ“, – განუცხადა კომპანიის იურისტმა, გიორგი გეწაძემ საქართველოს პირველ არხს.

ცოტა ხნის წინ, კომპანია „სანტეს“ ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ბეჟან გუნავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიამ დემონტაჟის სამუშაოებზე დასაქმებული პირები უკანონოდ ჩამოაშორა საქმეს და მათ ანაზღაურებას არ უხდის. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ქარხანაში შესასვლელი გადაკეტეს. ადგილზე აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.