კომპანია „სანტეს“ ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
კომპანია „სანტეს“ ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

კომპანია „სანტეს“ ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ბეჟან გუნავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიამ დემონტაჟის სამუშაოებზე დასაქმებული პირები უკანონოდ ჩამოაშორა საქმეს და მათ ანაზღაურებას არ უხდის. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ქარხანაში შესასვლელი გადაკეტეს.

ადგილზე აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.