საქართველოში კიდევ ერთი, 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

18:40, 14.02.2022

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 18:13 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.

13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტში სკოლის შენობა და 20-მდე სახლი დაზიანდა.

მსგავსი