საქართველოში კიდევ ერთი, 3.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 21:03 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.