საქართველოში ბოლო რამდენიმე საათში მესამე მიწისძვრა მოხდა
საქართველოში ბოლო რამდენიმე საათში მესამე მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი, შედარებით ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან, ნინოწმინდიდან 24 კილომეტრში იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მანამდე სოფელ სამებასთან მიწისძვრები 23:42 საათზე, ასევე 03:19 საათზე დაფიქსირდა.