საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

03:46, 16.08.2021

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისის დროით 03:19 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან, დმანისიდან 26 კილომეტრში იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მანამდე სოფელ სამებასთან მიწისძვრა 23:42 საათზე დაფიქსირდა.

მსგავსი