საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისის დროით 23:42 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 3.7 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.