საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 901 -ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 1085 ადამიანს დაუდასტურდა, 432 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 13 აპრილს საქართველოში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.