საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 894-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსის 1 374 შემთხვევა გამოვლინდა, 422 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 12 აპრილს „კოვიდ-19“ 359 ადამიანს დაუდასტურდა, 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.