საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. საელჩო სამძიმრის ტექსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მსოფლიო შეძრა NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა კალიფორნიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.

კობი გვემახსოვრება თავისი დიდებული ნიჭისა და შეუდარებელი წვლილისთვის მოედანსა და მის მიღმა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიზიარებთ ამ მწუხარებას“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.

მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი რამდენიმე საათის წინ ავიაკატასტროფაში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად ბრაიანტის შვილიც დაიღუპა.