გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად კობი ბრაიანტის შვილიც დაიღუპა
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად კობი ბრაიანტის შვილიც დაიღუპა

რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობი ბრაიანტთან ერთად ვერტმფრენში მისი 13 წლის ქალიშვილი, ჯანა მარიაც იჯდა, რომელიც ასევე დაიღუპა.

გარდა ამისა, პილოტის გარდა, ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ჯანა მარიას მეგობარი და მისი მამა – სულ ხუთი ადამიანი, რომელთაგან ყველა დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კალიფორნიაში, კატასტროფა განიცადა ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ვერტმფრენმა, რომლის შედეგადაც თავად სპორტსმენი და კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა.