მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

00:07, 27.01.2020

მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა კატასტროფა კალიფორნიაში განიცადა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბრაიანტი კერძო ვერტმფრენით მგზავრობდა.

მასთან ერთად, ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

კობი ბრაიანტმა თავისი 20-წლიანი კარიერა „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გაატარა და ხუთჯერ გახდა „ენბიეის“ (NBA) ჩემპიონი.

 

კობი ბრაიანტის კარიერის საუკეთესო მომენტები

https://www.youtube.com/watch?v=1fjhIWJSxfw&fbclid=IwAR3alL1rGLi5Xtk-oTVHhZoBqpgfyeuyV-5BrExoN-OrOPfCEgIezw7hGqQ

მსგავსი