საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
21-27 აპრილს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში მეორე „ბ“ დივიზიონში მოასპარეზე გუნდებს შორის.
ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატამდე შეკრებას აშშ-ს ქალაქ ჩიკაგოში, ქართველი ემიგრანტ კოტე (კოსტა) ებანოიძის მხარდაჭერით გაივლის, მისივე დახმარებით სავარჯიშოდ ყინულის მოედანი ნაკრებს უსასყიდლოდ დაეთმობა.
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 13 აპრილს ჩაფრინდება ჩიკაგოში, ხოლო იქიდან მექსიკაში გაემგზავრება, სადაც 21-27 აპრილს მეორე „ბ“ დივიზიონში მოასპარეზე გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან – ჩრდილოეთ კორეა, ისრაელი, ისლანდია, ახალი ზელანდია და მასპინძელი მექსიკის ეროვნული ნაკრები.
ნაკრების შემადგენლობა: დუმბაძე ვიტალი, ცომაია რევაზ, შალუნოვი მიხაილ, კოზიულინი არტიომ, დავითაშვილი მიხეილ, კურბატოვი არტიომ, ილიენკო ანდრეი, ჟუჟუნაშვილი ალექსანდრე, შვეცოვი ივან, ხარიზოვი სემიონ, ღონღაძე ზაზა, კოჩკინი ბორის, ვასილჩენკო ალექსანდრე, ჯეირანაშვილი გიორგი, ოგანეზიანი დავით, ამბროლავა კახა, მინასიანი დავით, ვედიაპინი თემურ, ობოლგოგიანი ოლივერ
მთავარი მწვრთნელი: როლანდ სვანიძე