საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას მეშვიდე ადგილისთვის განაგრძობს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილისთვის მატჩი საფრანგეთთან დათმო. შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა და მეტოქის კარის აღება ორივე გუნდს გაუჭირდა. საბოლოოდ ფრანგებმა 7:5 გაიმარჯვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამფეროვნები ბრძოლას მეხუთე ადგილისთვის განაგრძობენ, ქართველები – მეშვიდე ადგილისთვის.

საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს მონტენეგროსთან ითამაშებს, რომელთანაც ამავე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის გახსნითი მატჩი ითამაშა და 11:14 დამარცხდა.

რაც შეეხება საფრანგეთთან შეხვედრას ჩვენს გუნდში ბომბარდირი ნიკა შუშიაშვილი გახდა, თითო გოლი კი ბორის ვაპენსკისა და ანდრია ბითაძის ანგარიშზეა.