საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს.
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მირიან მაისურაძემ (86 კგ.) ოთხივე შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. გოგა მამიაური (74 კგ.) და ვასილ ხვისტანი (125 კგ.) კი მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ,
მირიან მაისურაძემ ფინალში სომხეთის წარმომადგენელი მხერ მარკოსიანი (3:2) დაამარცხა.
გოგა მამიაურმა ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ რუს დიმიტრი კუპრინთან წააგო.
ვასილ ხვისტანმა „ბრინჯაოს ფინალში“ ბელარუსი მიკიტა ჰორჰუნი დაამარცხა.