თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძე და მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძე და მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორი ქართველი ფალავანი – ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) წარმატებულად ასპარეზობენ, ისინი ნახევარფინალში იჭიდავებენ.

გამყრელიძემ ყაზახი მოწინააღმდეგე 7:1 დაამარცხა, მაისურაძემ კი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ინდოელს, პატლის სძლია. დღეს ტურნირზე გამომსვლელი კიდევ ორი სპორტსმენი რობერტ დინგაშვილი (57კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.

დღევანდელი წონითი კატეგორიების ნახევარფინალები 18:45 გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მსოფლიო პირველობის სასტარტო დღეს, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტურნირის ფინალში გავიდა და პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა, შოთა ფარტენაძე (61 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთ უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.

ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ, ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული ოლიმპიადის მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.