თავისუფალი ჭიდაობა | პეტრიაშვილი და მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | პეტრიაშვილი და მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთ წონით კატეგორიაში მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომელთაგან ნახევარფინალში გასვლა გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და მირიან მაისურაძემ (92კგ) შეძლეს.

ნახევარფინალები – 18:45 საათზე, გუშინდელი წონების ფინალური ბლოკი კი 20:00-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძემ (72კგ) და გელა ბოლქვაძემ (82კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.