თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძე და მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძე და მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დღეს ფინალისტები ოთხ წონით კატეგორიაში: 57, 74, 79 და 92 კილოგრამებში ​გამოვლინდებიან.

ტურნირზე გამომსვლელი ორი ქართველი ფალავანი – ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) წარმატებულად ასპარეზობენ და ისინი მეოთხედფინალში იჭიდავებენ. რობერტ დინგაშვილი (57კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) კი პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.

დღევანდელი წონითი კატეგორიების ნახევარფინალები 18:45 გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მსოფლიო პირველობის სასტარტო დღეს, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტურნირის ფინალში გავიდა და პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა, შოთა ფარტენაძე (61 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთ უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.

ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ, ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული ოლიმპიადის მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.