საქართველოს თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT 
საქართველოს თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ წილისყრაში მონაწილეობდა ერთდროულად 4 ლიგის წარმომადგენელი – ეროვნული ლიგიდან – ოთხი, ეროვნული ლიგა 2-იდან – ორი, ლიგა 3-იდან – ერთი და ლიგა 4-იდან – ერთი.

დინამო თბ – დილა

ლოკომოტივი 2 – გურია

რუსთავი – ტორპედო

შუქურა – საბურთალო

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 12 ოქტომბერს გაიმართება.