საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასიზე, სამი ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია.
დღეს გამართულ შეხვედრაში, თბილისის „დინამომ“ ლანჩხუთში „გურია“ 5:0 დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ თბილისელებმა მეტოქეს მეოერ ნახევარში დაჩაგრეს – თითო გოლი ლევან შენგელიამ (58 წუთი), გიორგი ივანიშვილმა (60) და ლაშა თოთაძემ (69, პენალტი) გაიტანეს, ბუდუ ზივზივაძეს კი დუბლი შეასრულა (70,71).
რეგიონული ლიგის „მეტამ“ ლიგა 2-ის „გაგრას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი, 51-ე წუთზე, რატი ცაცკრიალაშვილმა გაიტანა.
მოულოდნელად დამარცხდა „ვიტ ჯორჯია“, რომელმაც საკუთარ არენაზე „თელავი“ მიიღო – ილია ბერიაშვილის (32 წუთი), ვასილ გოგოლიძისა (63) და მიხეილ ბაშელეიშვილის (72) გოლებით, თელაველებმა 0:3 გაიმარჯვეს.
გამოსავლენი მხოლოდ ერთი ნახევარფინალისტი დარჩა: 24 ოქეომბერ, ბათუმის ანგისას სტადიონზე, ქობულეთის „შუქურა“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს. ნახევარფინალური წყვილებიც სწორედ ამ მათჩის შემდეგ – კენჭისყრით გაირკვევა.