საქართველოს თასის მეორე და 1/16-ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
საქართველოს თასის მეორე და 1/16-ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების და 1/16-ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა.

დებულების შესაბამისად, მომდევნო ეტაპის საგზური ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ეტაპის შეხვედრები 6 და 7 ივლისს გაიმართება.

მეორე ეტაპზე 24 გუნდი 12 გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდი შეუერთდება. შემდეგ ეტაპზე, 14 გამარჯვებულს მერვედფინალში ავტომატურად გადასული ეროვნული ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული ბათუმის „დინამო“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალო“ დაემატებიან. მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები 7 აგვისტოს გაიმართება.