ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა - „ლოკომოტივი“ და კაცნაკლული „დინამო 2“ თასის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ #1TVSPORT
ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა - „ლოკომოტივი“ და კაცნაკლული „დინამო 2“ თასის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ #1TVSPORT

საქართველოში საფეხბურთო სეზონი განახლდა – დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე მეთექვსმეტედფინალური შეხვედრები დაიწყო.

„ვიტ ჯორჯიამ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ „ლოკომოტივმა“ დამატებითი დროის ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა (2:2), პენალტების სერიის უკეთესი შესრულებით (4:5) კი მერვედფინალის საგზურს დაეუფლა.

მეორე მატჩში „დინამო თბილსი 2“-მა ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ბოლნისის „სიონი“ 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 32-ე წუთიდან თბილისელები კაცნაკლულები თამაშობდნენ. გადამწყვეტი გოლი 18 წლის დიმა ღურწკაიამ 90-ე წუთზე გაიტანა. 7 აგვისტოს თასის 1/16-ფინალში დანარჩენი მატჩები გაიმართება.

აქვე ვიტყვით, რომ ფეხბურთის ფედერაციაში 1/8-ფინალური წყვილების წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპიდან გათამაშებაში საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ და საქართველოს თასის შარშანდელი გამარჯვებული „საბურთალო“ დაემატებიან.

დინამო 2 (თბილისი) – მაჭახელა / დილა

ლოკომოტივი – შუქურა/გაგრა

გარჯი / თელავი – ლოკომოტივი 2 / სამგურალი

მერანი (თბილისი) / სპაერი – ვიტ ჯორჯია 2 / ტორპედო

დინამო (ბათუმი) – სამტრედია / დინამო (თბილისი)

ზანა/ ცხუმი – გურია /კოხეთი (ფოთი)

სამეგრელო / მერანი (მარტვილი) /საბურთალო

ვარკეთილი / საბურთალო 2 – გარდაბანი / რუსთავი

მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელი ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება, რომლებიც 13 და 14 სექტემბერს გაიმართება.