საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ევროპის თასზე ათი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ევროპის თასზე ათი მედალი მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დასრულებულ ევროპის თასის მეორე საშეჯიბრო დღეს ექვსი მედალი მოიგო.

ჩემპიონები გახდნენ ნინო ოძელაშვილი, ბესარიონ ბერულავა და მინდია ლილუაშვილი.

საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა 10 მედლით დაასრულა – 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ქართული ფინალი შედგა 79 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ბესარიონ ბერულავამ ომარ ნიაზაშვილს 3:0 სძლია.

საქართველოს სამბოს ნაკრები ევროპის თასზე:

ოქრო: მინდია ლილუაშვილი (71 კგ), ბესარიონ ბერულავა (79 კგ), ნინო ოძელაშვილი (80 კგ), ​

ვერცხლი: ელენე ქებაძე (+80 კგ), გიორგი ზაქარიაძე (+98 კგ), გიორგი ნასყიდაშვილი (64 კგ), პაატა ღვინიაშვილი (98 კგ), ომარ ნიაზაშვილი (79 კგ)

ბრინჯაო: დათო ლორიაშვილი (+98 კგ), გიორგი კანკავა – საბრძოლო სამბო.