საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა [ფოტო]
ცენტრალური მატჩში ერთმანეთს „თბილისი“ და დიდი ჯიხაიშის „ჯიკო“ დაუპირისპირდნენ. შარშანდელი ფინალისტების შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის სრული უპირატესობით წარიმართა. თბილისელებმა მეტოქე სამ სეტში დაამარცხეს და ორიდან ორი მოგებით, ბათუმთან ერთად გალიდერდნენ.
დღეს, ბათუმურმა კლუბმა ქუთაისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. გამარჯვებულის გამოსავლენად, ხუთი სეტის გამართვა გახდა საჭირო. დღესვე, ბოლნისმა რუსთავის გუნდს ოთხ სეტში – 3-1 აჯობა.
ხვალ მესამე ტურის თამაშები ჩატარდება. 12 საათზე, ცენტრალურ შეხვედრას, ტურნირის ლიდერები, თბილისი და ბათუმი გამართავენ. ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე 9 დეკემბერს დასრულდება.