საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო

გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მემორიალურ კომპლექს „წიწერნაკაბერდ“-ში იმყოფებოდა, სადაც 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს შეხვედრები გამართა სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.