საქართველოს პირველ არხზე შექმნილი პროექტებისთვის, ვასილ მაღლაფერიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცა
საქართველოს პირველ არხზე შექმნილი პროექტებისთვის, ვასილ მაღლაფერიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საუნივერსიტეტო გამოცემების გამოფენის ფარგლებში, ვასილ მაღლაფერიძეს ოქროს მედალი გადაეცა.

კერძოდ, ვასილ მაღლაფერიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით საქართველოს პირველ არხზე შექმნილი პროექტებისთვის, „ჩვენი საქართველო“ და „საქართველო 360“ დაჯილდოვდა.

„უნივერსიტეტის ჯილდოზე მეტი რა უნდა იყოს. ფილმი „ჩვენი საქართველო“ რასაკვირველია, საქართველოს პირველი არხის მთელ კოლექტივს ეკუთვნის. ამ ფილმში არის ის ყველაფერი, რაც უნივერსიტეტში ვისწავლეთ, ვნახეთ, წავიკითხეთ და რაც შევიმეცნეთ. ასე რომ, გარკვეულწილად ეს არის უნივერსიტეტის პროდუქტი, ჯილდო კი, ძალიან სასიხარულოა. თუკი რამეში გამოადგება ეს ფილმები საზოგადოებას, ძალიან მოხარული ვიქნებით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო გამოცემების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თსუ-ს პროფესორების, მეცნიერებისა და მკვლევარების მიერ საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული კრებულები, რომლებიც უახლოეს კვლევებსა და აღმოჩენებს აერთიანებს.

ჩვენი საქართველო