საქართველოს პარალიმპიელთა დელეგაციის წევრები იაპონიაში გაემგზავრნენ #1TVSPORT
ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიადაზე, რომელიც 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, საქართველოს ღირსებას 14 სპორტსმენი დაიცავს.
ქართველი ათლეტები პარასპორტის 6 სახეობაში შეეცდებიან წარმატების მიღწევას.
ეს სახეობებია: ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა, პარამძლეოსნობა.
ქართველი პარალიმპიელები, იაპონიში კერძოდ კი ტოკუშიმას პრეფექტურაში ტოკიოს პარალიმპიადამდე წინა მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან.