საქართველოს ნაკრებს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა სამეული შეუერთდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა სამეული შეუერთდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებისთვის კვლავ არასრული შემადგენლობით ემზადება. „ჯვაროსნები“ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს შეხვედრებს სტუმრად გამართავენ.

ვილი სანიოლის საწვრთნელ პროცესში ამჟამად 15 ფეხბურთელი მონაწილეობს. რამდენიმე მოთამაშე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. 5 ივნისის სესიის შემდეგ ნაკრებს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე სამი ფეხბურთელი შეუერთდა.

დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშეს ბათუმის „დინამოს“ წევრებმა – სანდრო ალთუნაშვილმა და ლადო მამუჩაშვილმა, ასევე „დინამო თბილისის“ მცველმა, ჯიმი ტაბიძემ. უკვე ნაკრებთან ერთადაა ნახევარმცველი ლუკა გაგნიძეც.

საქართველოს ნაკრების კიდევ რამდენიმე ლეგიონერი თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).

დაცვა: ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა).

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მატჩების განრიგი:
17 ივნისი, 22:45
კვიპროსი – საქართველო
20 ივნისი, 22:45
შოტლანდია – საქართველო

საქართველოს ნაკრების მატჩების რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.