საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით მზადებას განაგრძობს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. მეორე დღეა, გუნდის საწვრთნელი პროცესი სრული შემადგენლობით იმართება და მასში 25 ფეხბურთელი მონაწილეობს.
12 ივნისს, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, გუნდმა კვლავ „დინამო თბილისის“ ბაზაზე ივარჯიშა, სადაც ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის თამაშებისთვის შეკრების დაწყებიდან ემზადება.
საქართველოს ნაკრები თბილისში 15 ივნისამდე დარჩება. კვიპროსთან მატჩამდე ორი დღით ადრე „ჯვაროსნები“ ლარნაკაში გაემგზავრებიან.
მატჩების განრიგი:
17 ივნისი, 22:45
კვიპროსი – საქართველო
20 ივნისი, 22:45
შოტლანდია – საქართველო
ეროვნული გუნდის ორივე მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102.3).