საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში დასარჩენად სლოვენიას დაუპირისპირდება
საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში დასარჩენად სლოვენიას დაუპირისპირდება

ინგლისის ქალაქ ბათში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ფედერაციის თასის გათამაშების ბოლო მატჩს დღეს გამართავს. ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში დასარჩენად ქართველი სპორტსმენები სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები „ბ“ ჯგუფში სერბეთის, ხორვატიის და თურქეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა,სადაც ჩვენმა გოგონებმა სამივე შეხვედრა დათმეს.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, ზოზია ქარდავა და მარიამ ბოლქვაძე არიან. ნაკრების კაპიტანი კი მაკა ჩახნაშვილია.