საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა #1TVSPORT

ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და ფიფა-ს განახლებულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა – განახლებულ მაჩვენებლებს ფიფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ვილი სანიოლის გუნდმა ნოემბერში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში ორი მატჩი გამართა – შოტლანდიასთან 2:2 ითამაშა, ხოლო ესპანეთთან 1:3 დამარცხდა და სანაკრებო რეიტინგში 76-ე პოზიციიდან 77-ეზე დაქვეითდა (1312.45 ქულა).

ფიფა-ს რეიტინგს კვლავ არგენტინის ნაკრები ლიდერობს. სამეულში არიან საფრანგეთი და ინგლისი.

საუკეთესო ათეული ასეთია:

1. არგენტინა – 1855.20 ქულა

2. საფრანგეთი – 1845.44

3. ინგლისი – 1800.05

4. ბელგია – 1798.06

5. ბრაზილია – 1784.09

6. ნიდერლანდები – 1745.48

7. პორტუგალია – 1745.06

8. ესპანეთი – 1732.64

9. იტალია – 1718.82

10. ხორვატია – 1717.57