საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა #1TVSPORT
ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და ფიფა-ს განახლებულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა – განახლებულ მაჩვენებლებს ფიფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ვილი სანიოლის გუნდმა ნოემბერში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში ორი მატჩი გამართა – შოტლანდიასთან 2:2 ითამაშა, ხოლო ესპანეთთან 1:3 დამარცხდა და სანაკრებო რეიტინგში 76-ე პოზიციიდან 77-ეზე დაქვეითდა (1312.45 ქულა).
ფიფა-ს რეიტინგს კვლავ არგენტინის ნაკრები ლიდერობს. სამეულში არიან საფრანგეთი და ინგლისი.
საუკეთესო ათეული ასეთია:
1. არგენტინა – 1855.20 ქულა
2. საფრანგეთი – 1845.44
3. ინგლისი – 1800.05
4. ბელგია – 1798.06
5. ბრაზილია – 1784.09
6. ნიდერლანდები – 1745.48
7. პორტუგალია – 1745.06
8. ესპანეთი – 1732.64
9. იტალია – 1718.82
10. ხორვატია – 1717.57