საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ბოლივიას 2:0-ს ამარცხებს #1TVSPORT
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასზე ასპარეზობა დაიწყო. ჩვენი გუნდი მსოფლიო ჯგუფი II-ს პლეი ოფში ბოლივიის ნაკრებს ხვდება. პირველ სათამაშო დღეს ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე, შესაბამისად, ხუან კარლოს პრადო ანჯელოსა და რაულ გარსიას დაუპირისპირდნენ და ორივე მათგანმა მეტოქე მარტივად (2:0, 2.0) დაამარცხა.
პირველი მატჩის პირველი სეტი დაძაბული გამოდგა და ბაკში ტაი ბრეიკში გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. მეორე პარტიაში კი ქართველმა მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო და, საბოლოო ჯამში, შეხვედრა 2:0 დასრულდა.
მეორე მატჩი ასევე დაძაბულობის გარეშე წარიმართა – ზურა ტყემალაძემ პირველი სეტი 6:2 მოიგო, შემდეგ კი მანაც მეტოქეს 6:1 სძლია და 2:0 გაიმარჯვა.
ხვალ, 3 თებერვალს დაპირისპირება წყვილებს შორის მატჩით გაიხსნება, სადაც ალექსანდრე მეტრეველისა და ალექსანდრე ბაკშის წყვილი სანტიაგო ნავაროსა და ლორბეგის წყვილს დაუპირისპირდება.