საქართველოს ნაკრები 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე | ჭიდაობა
საქართველოს ნაკრები 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე | ჭიდაობა

12-18 ნოემბერს ბუქარესტი 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. პირველი სამი დღე ხალიჩები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ და საპრიზო სამეულები 10 წონით კატეგორიაში შეივსება.

საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი შეკრება დუშეთში გაიარა. ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს კონკურენციაში ათივე წონით კატეგორიაში ჩაებმებიან.

საქართველოს ნაკრები –
55 კგ – ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ – დათო ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ – ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
67 კგ – ოთარი აბულაძე (აჭარა)
72 კგ – რამაზ ზოიძე (აჭარა)
77 კგ – ბაკურ გოგოლი (თბილისი)
82 კგ – გელა ბოლქვაძე (აჭარა)
87 კგ – გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
97 კგ – გიორგი მელია (სამტრედია)
130 კგ – ზვიად პატარიძე (ქუთაისი)

განრიგი –

12 ნოემბერი
55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამი წონითი კატეგორიები – წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები
13 ნოემბერი
60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიები – წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები
55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამი წონითი კატეგორიები – ფინალები
14 ნოემბერი
60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიები – ფინალები

 

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია