წურწუმია და გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
წურწუმია და გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

55 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა იაპონელი შოთა ოგავა, აშკარა უპირატესობით, ანგარიშით 8:0 დაამარცხა და ფინალში მასპინძელ ხაკანშას შეხვდება, რომელმაც სენსაციური შედეგით, ანგარიშით 11:5 მოქმედი ჩემპიონი აზერბაიჯანელი აზიზლი დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია ლაშა გობაძეც (82 კგ).  ნახევარფინალში მან ანგარიშით 3:1 დაამარცხა უზბეკი ხაშიმბეკოვი.