საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

19:50, 11.03.2020

ქვეყანაში კორონავირუსის საკითხზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციებს.

2020 წლის 12 მარტიდან – 30 მარტამდე მძლეოსნობის სასახლეში ყველანაირი სამწვრთნელო ვარჯიშები გაუქმებულია მსოფლიოში და ქვეყანაში კორონა ვირუსით დაავადების პრევენციის მიზნით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენებისა და მწვრთნელების ჯანმრთელობა“.

მსგავსი