ქვეყანაში კორონავირუსის საკითხზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს:
„საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციებს.
2020 წლის 12 მარტიდან – 30 მარტამდე მძლეოსნობის სასახლეში ყველანაირი სამწვრთნელო ვარჯიშები გაუქმებულია მსოფლიოში და ქვეყანაში კორონა ვირუსით დაავადების პრევენციის მიზნით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენებისა და მწვრთნელების ჯანმრთელობა“.